თეიმურაზ მღებრიშვილი - სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია - შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა, დაშავებული არ არის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ ოქროს კიდობანში” ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

მისივე თქმით, ხანძარი გაჩნდა სავარაუდოდ, სარესტორნო ფართში.

„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია მოხდა. დაშავებული არავინ არ არის, დამწვარია სარესტორნო ფართის 300 კვადრატი. სავარაუდოდ, ხანძარი სარესტორნო ფართში გაჩნდა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა