დონალდ ტრამპი -  ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ ვეუბნები, სჯობს სროლა არ დაიწყოთ, რადგან სროლას ჩვენც დავიწყებთ

თუ ირანი ადამიანების მკვლელობას დაიწყებს, მაშინ ჩვენ ჩავერევით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ირანი მძიმე მდგომარეობაშია.

„როგორც ვხედავ, ხალხი გარკვეულ ქალაქებზე კონტროლს ამყარებს, რაც რამდენიმე კვირის წინ არავის წარმოედგინა. სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ეს განცხადება ადრეც მკაცრად გავაკეთე, თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ, მაშინ ჩვენ ჩავერევით“, - განაცხადა დონალდ ტრაპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ირანში საოცარი რამ ხდება“.

„ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ვიმედოვნებ, რომ ირანში დემონსტრანტები უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან ახლა ეს ძალიან საშიში ადგილია. ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ ვეუბნები, სჯობს სროლა არ დაიწყოთ, რადგან სროლას ჩვენც დავიწყებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 62 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 48 დემონსტრანტი და უსაფრთხოების ძალების 14 თანამშრომელი.

ხუთშაბათს საღამოს ხელისუფლებამ ირანში ინტერნეტი გათიშა და სატელეფონო კავშირები დაბლოკა. პარასკევს ირანში ინტერნეტზე წვდომა ნაწილობრივ აღდგა. ირანის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ ინტერნეტი „ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა გათიშეს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის