დონალდ ტრამპი - ევროპა უკრაინისთვის ბევრს აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - პუტინს ევროპის არ ეშინია, მას აშშ-ის ეშინია, რომელსაც მე ვუძღვები

პუტინს ევროპის არ ეშინია, მას აშშ-ის ეშინია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ევროპა უკრაინისთვის ბევრს აკეთებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, პუტინს ევროპის არ ეშინია, მას აშშ-ის ეშინია. მას აშშ-ის ეშინია, რომელსაც მე ვუძღვები. ევროპის არ ეშინია. ევროპა ჩამორჩენას აგრძელებს. ეს ჯეი დი ვენსმა მკაფიოდ თქვა. ევროპა სხვა ადგილი გახდა. ევროპა იცვლება. მე მიყვარს ევროპა. ჩემი ფესვები ევროპაშია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, კითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დასაკავებლად სამხედრო ოპერაციის ბრძანებას გასცემდა თუ არა, ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს საჭირო არ იქნება“.

„ვფიქრობ, ეს საჭირო არ იქნება. მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. რუსეთის ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, საბოლოოდ შეთანხმებას მივაღწევთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს