რეზა ფეჰლევი მომიტინგეებს - ნუ მიატოვებთ ქუჩებს - პრეზიდენტი ტრამპი ყურადღებით აკვირდება თქვენს აღუწერელ სიმამაცეს და განაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის განცხადებით, მომიტინგეებმა საპროტესტო აქციებით მნიშვნელოვნად დაასუსტეს ირანის რეჟიმი.

მან მომიტინგეებს კიდევ ერთხელ მიმართა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ქუჩებს ნუ მიატოვებთ. ჩემი გული თქვენთანაა“,- აღნიშნა რეზა ფეჰლევიმ.

მისი თქმით, მსოფლიო მხარს უჭერს ირანში მიმდინარე რევოლუციას და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა ირანელ ხალხს დაეხმაროს.

„დღეს მსოფლიო თქვენს ეროვნულ რევოლუციას უჭერს მხარს და აღფრთოვანებულია თქვენი გამბედაობით. კერძოდ, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს აღუწერელ სიმამაცეს და განაცხადა, რომ მზადაა დაგეხმაროთ“, - განაცხადა რეზა ფეჰლევიმ.

დასავლური მედია წერს, რომ ირანში ინტერნეტის გათიშვა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფეჰლევის გზავნილზე წვდომას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება