ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო თავდაცვის რაკეტები ჩვენი პარტნიორების საწყობებშია, ჩვენ უნდა გვქონდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის რაკეტები პარტნიორი ქვეყნების საწყობებშია და უკრაინას უნდა გადასცენ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან, ძირითადად საჰაერო თავდაცვისა და პარტნიორების მხრიდან მიწოდების შესახებ ისაუბრა: „რა არის გზაში, რა არის საჭირო, რა საკიხების რეალიზება არ მომხდარა აქამდე და რა უნდა დაჩქარდეს“.

„პირველი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტებია. გვჭირდება პარტნიორების მხრიდან ახალი შენატანები PURL-ის პროგრამაში და ასევე გვჭირდება მოწოდება ევროპაში არსებული საწყობებიდან. რაკეტები საწყობებშია და ჩვენ ეს ვიცით და ყველამ იცის - ჩვენს ცის დამცველებს უნდა ჰქონდეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა მიაწოდა ინდორმაცია ამერიკულ მხარესთან მისი ურთიერთობის შესახებ.

„ვგეგმავთ შეხვედრებისა და შემდგომი მოლაპარაკებების გრაფიკს და უკრაინა ამ მხრივ მაქსიმალურად კონსტრუქციული და სწრაფია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს