ანტონიო გუტერეში - მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან

შოკირებული ვარ ირანის ხელისუფლების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ბოლო დღეებში ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობებით, რამაც ადამიანების სიკვდილი და დაშავება გამოიწვია, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული.

„მოვუწოდებ ირანის ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავოს ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენებისგან. ასევე მოვუწოდებ ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის კომუნიკაციების აღდგენას“, - აღნიშნა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, უფლებადამცველი ჯგუფის - „ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტები ირანში“ - ინფორმაციით, ირანში არეულობის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის 490 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის 48 თანამშრომელი. ამასთან, საპროტესტო აქციების დროს 10 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში