გრენლანდიის მთავრობა - გრენლანდია დანიის ნაწილი და ნატო-ს წევრია

გრენლანდია დანიის ნაწილი და ნატო-ს წევრია, - ამის შესახებ გრენლანდიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გრენლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-ის სურვილს, კუნძულზე კონტროლი დაამყაროს „ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებს“ და „ძალისხმევას გააძლიერებს, რათა მისი ტერიტორიის დაცვა ნატო-ს ფარგლებში განხორციელდეს“.

„ნატო-ს ყველა წევრს, მათ შორის აშშ-ის, გრენლანდიის თავდაცვის მიმართ საერთო ინტერესი აქვს, ამიტომ გრენლანდიის სამთავრობო კოალიცია დანიასთან ერთად იმუშავებს, რათა გრენლანდიის თავდაცვის საკითხებზე დიალოგი ნატო-ს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გრენლანდიის მთავრობა „მიიჩნევს, რომ გრენლანდია მუდმივად დასავლური თავდაცვითი ალიანსის ნაწილი იქნება“.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს