შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის" ყველა ბრალდება, როგორც ცილისმწამებლური, თუმცა არცერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში, არადა, ბოდიში მოსახდელი აქვთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უცხოური საელჩოების მხრიდან ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობაში“ დადანაშაულება უსაფუძვლო და კოორდინირებული კამპანიის ნაწილია.

მისი თქმით, როგორც წარსულში, ისე მომავალშიც საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს, ვინ აკრიტიკებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას.

„როდესაც, დღევანდელი დღესავით, მომავალშიც ვიხილავთ ზოგიერთი უცხოური საელჩოს კოორდინირებულ, ცილისმწამებლურ ფლეშმობს "პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე", გვახსოვდეს, ვინ გვაკრიტიკებს.

ცნობისთვის, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების "პოლიტიზირებულობის" ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური. თუმცა, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში იმ ქართველი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმის ობიექტად აქციეს.

არადა, ბოდიში მოსახდელი აქვთ",- წერს პაპუაშვილი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს