მარჯანიშვილის მეტროსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები იკრიბებიან - ისინი პარლამენტისკენ მსვლელობას მოაწყობენ

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მოქალაქეები „ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად იკრიბებიან.

„თავისუფლება მზიას", "იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის!" - ამ შინაარსის ბანერები აქვთ აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი.

დემონსტრანტები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ, მარშით კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე ერთ წელზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

დღევანდელი საპროტესტო მსვლელობა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლისთავს უკავშირდება.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-იდან 6 წლამდე ვადით.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს