დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ კოლეგას ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანელ კოლეგას ესაუბრა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ქვეყანაში ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ირანში მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა და სასტიკი რეპრესიები საშინელებაა. ირანის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ძალადობა, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება“, - აცხადებს ივეტ კუპერი.

კუპერთან საუბრის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „დიდმა ბრიტანეთმა ირანის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოს“.

არაღჩის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს ლონდონში საელჩოდან „პერსონალის ევაკუაცია მოუწევს“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო