მარკო რუბიო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰან ვადეფულს შეხვდა. ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გერმანია და აშშ ახლო მოკავშირეები და მეგობრები არიან. უკრაინის მიმართ ჩვენს ერთგულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელ ხალხს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარს უჭერენ. ჩვენი მიზანი ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობაა - უსაფრთხოების გარანტიებით. ნატო ძლიერი, საიმედოა და მოქმედებისთვის მზად არის. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპაში, არქტიკასა და მთელ ტრანსატლანტიკურ რეგიონში ერთად ვმუშაობთ“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გლობალური გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

„ლიდერებმა იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა განიხილეს, რომ ვენესუელა ჩვენი მოწინააღმდეგეების მოქმედების ჰაბი აღარ იყოს, ასევე, რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის მიზნით გაწეული ძალისხმევის შესახებ ისაუბრეს. ლიდერებმა აშშ-სა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიმართ ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში