Bloomberg - ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა, რათა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა

ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა, - ინფორმაციას Bloomberg-ი დასავლელი უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბალისტიკური და მიწა-ჰაერი კლასის რაკეტებთან დაკავშირებული კონტრაქტების ღირებულება, რომლებიც 2021 წლის ოქტომბრიდან, ანუ ომის დაწყებამდე იწყება, დაახლოებით 2.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

შესყიდვები მოიცავს: Fath-360-ის ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ ასობით ბალისტიკურ რაკეტას, სხვა ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ 500 რაკეტას, მიწა-ჰაერი კლასის 200-მდე რაკეტას.

ირანმა რუსეთს ასევე მიაწოდა მილიონობით საბრძოლო მასალა და საარტილერიო ჭურვი, ასევე Shahed-136-ის ტიპის „კამიკაძე“ დრონები და ტექნოლოგია რუსეთის ტერიტორიაზე მათი წარმოებისთვის. დრონებთან დაკავშირებული კონტრაქტი, რომელსაც ხელი 2023 წლის დასაწყისში მოეწერა, 1.75 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

დასავლური წყაროების ცნობით, საერთო ჯამში, რუსეთმა 2021 წლის ბოლოდან ირანის სამხედრო აღჭურვილობაზე 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს