თაზო დათუნაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე - არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ შეეწიროს ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნას - ამას არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ეს არის ძალაუფლებისთვის მსხვერპლშეწირვა

ივანიშვილი კრონოსივით საკუთარი შვილების ჭამაზეა გასული, ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ პოლიტიკურ კანიბალიზმს - არაფერი კავშირი არ აქვს ამას კორუფციასთან, ეს არის ჩვეულებრივი ძალაუფლებისთვის მსხვერპლშეწირვა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დემონსტრაციულად დაანახა, რომ „ის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ყველაფერზე წამსვლელია“.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პოლიტიკურ კანიბალიზმს. ივანიშვილი აკეთებს ძალიან ნათელ დემონსტრაციას მთელი საქართველოსთვის, რომ ის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ყველაფერზე წამსვლელია. კრონოსივით საკუთარი შვილების ჭამაზეა გასული. ესაა დემონსტრაციული ჟესტი მთელი საქართველოსთვის, არა მარტო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, არამედ ყველასთვის. გზავნილი არის, რომ მის ყველაზე გამორჩეულ, გამოზრდილ კადრს, რომელსაც შვილივით ზრდიდა, მასაც „მოაჭამს“ თავს თუ ეს დასჭირდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად. შესაბამისად, არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ შეეწიროს ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნას. არაფერი კავშირი არ აქვს ამას კორუფციასთან, ეს არის ჩვეულებრივი ძალაუფლებისთვის მსხვერპლშეწირვა. სამართლიანობა არაფერ შუაშია, შიდა „კლანური“ გარჩევების შედეგად მსხვერპლი არის იდენტიფიცირებული და შემდეგ მსხვერპლშეწირვაა გაკეთებული მთელი საქართველოს დასანახად, დემონსტრაციულად. დამატებით პოლიტიკური ამბების ძიება აბსოლუტურად უმადური საქმეა,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მას სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს