ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე - ჩინეთი ყველა საჭირო ზომას მიიღებს

ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ 25 - პროცენტიან ტარიფებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ყველა საჭირო ზომას მიიღებენ ქვეყნის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“.

„ჩინეთის პოზიცია ტარიფების განურჩეველი დაწესების წინააღმდეგ თანმიმდევრული და ნათელია. სატარიფო და სავაჭრო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ და იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ გადაჭრის. პროტექციონიზმი ყველა მხარის ინტერესებს აზიანებს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერი ავრცელებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ ქვეყნებიდან შესულ საქონელზე, რომლებსაც ირანთან ბიზნეს ურთიერთობა აქვთ, 25%-იანი ტარიფი დააწესა.

„ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებული ყველა საქმიანი ურთიერთობისთვის 25%-იან ტარიფს გადაიხდის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება