გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ აშშ გრენლანდიაში სამხედრო მოქმედებას სერიოზულად განიხილავს

არ არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ აშშ გრენლანდიაში სამხედრო მოქმედებას სერიოზულად განიხილავს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო-ს წევრებს არქტიკაში უსაფრთხოების შენარჩუნების საერთო ინტერესი აქვთ.

„აშშ ევროპის გვერდით დგას და დასავლურ სამყაროში კანონის უზენაესობისა და თავისუფლების დაცვის ერთგულია. ევროპელებს ვურჩევდი, რომ ეჭვი არ შეიტანონ იმაში, რაშიც ეჭვი თავად ვაშინგტონს არ ეპარება“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

ასევე, ვადეფულის თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აშშ-მა ნატო-ს ზურგი აქცია.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში