რეზა ფეჰლევი - ირანში ათასობით სამხედრო და პოლიციელი არ გამოცხადდა სამსახურში, რათა რეპრესიებში მონაწილეობა არ მიეღოთ

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის განცხადებით, ათასობით სამხედრო და პოლიციელი არ გამოცხადდა სამსახურში, რათა თავი აერიდებინათ მომიტინგეების დარბევაში მონაწილეობისგან.

„თქვენი სიმტკიცისა და წინააღმდეგობის გამო, ათასობით სამხედრო და პოლიციელი არ გამოცხადდა სამსახურში, რათა მათ რეპრესიებში მონაწილეობა არ მიეღოთ“, - განაცხადა რეზა ფეჰლევიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ხელისუფლება მკვლელობების, რეპრესიებისა და ინტერნეტის გათიშვის გზით საზოგადოებაში შიშის დათესვას ცდილობს, რათა მათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა