Reuters - ირანელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს დაახლოებით 2 000 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

Reuters-ის წყარომ მათ გარდაცვალებაში „ტერორისტები“ დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ ირანში მსხვერპლის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მანამდე, აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა მონაცემები, რომლის თანახმადაც, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 646 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, ირანში რამდენიმე დღეა ინტერნეტი გათიშულია, რაც ქვეყნიდან ინფორმაციის და მონაცემების მიღებას მნიშვნელოვნად ართულებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა