ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი ევროკავშირთან მტრობას არ ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შეზღუდვას შესაბამისად უპასუხებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს, რომლის თანახმადაც ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

„ღაზაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე გენოციდის გამო, რომელმაც 70 000 პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა, ევროპარლამენტს ისრაელის წინააღმდეგ რაიმე რეალური ზომები არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულებებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია, ის თავისუფლად დაფრინავს ევროპის საჰაერო სივრცეში. ამისგან განსხვავებით, ირანში ძალადობრივი არეულობების მხოლოდ რამდენიმე დღე გახდა საკმარისი ევროპარლამენტისთვის, რომ ჩვენი დიპლომატების შესვლა აეკრძალა“, - წერს არაღჩი.

მისი თქმით, ირანი ევროკავშირთან მტრობას არ ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შეზღუდვას უპასუხებს.

„ხალხი სულელი არ არის. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, რა ხდება. ირანი ევროკავშირთან მტრობას არ ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შეზღუდვას შესაბამისად უპასუხებს“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

არაღჩი გერმანიის კანცლერის განცხადებასაც ეხმაურება.

„როდესაც ირანი ამარცხებს ტერორისტებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და პოლიციელებს კლავენ, გერმანიის კანცლერი ჩქარობს განაცხადოს, რომ „ძალადობა სისუსტის გამოხატულებაა“. მაშ, რას იტყვის ბატონი მერცი ღაზაში 70 000 პალესტინელის მასობრივი მკვლელობისადმი მის გულწრფელ მხარდაჭერაზე? გაგვიწიეთ სამსახური: ცოტა შეგრცხვეთ. კიდევ მეტი: გერმანიამ უნდა შეწყვიტოს ჩვენს რეგიონში უკანონო ჩარევა, მათ შორის გენოციდისა და ტერორიზმის მხარდაჭერა“, - აცხადებს არაღჩი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო