მზის ენერგიის გამოყენება - ახალი კურსი „საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსზე

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი, მზის ენერგიის გამოყენება დაემატა.

კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებით და სურთ, გაიგონ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვის მზის ენერგიის გამოყენებას.

ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან, რა პრინციპით მუშაობს სისტემა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ბიზნესში. კურსი მიმოიხილავს მზის ენერგიის გამოყენების ძირითად უპირატესობებს, მათ შორის ხარჯების შემცირებასა და გრძელვადიან ფინანსურ ეფექტს.

კურსს უძღვება თორნიკე დარჯანია, Helios Energy-ის დამფუძნებელი, რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ მაგალითებს მზის ენერგიის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ საქართველოში.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა მიიღოს გამოცდილი სპეციალისტებისგან. კურსები მორგებულია ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე და პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია — ესაა ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე