რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს, 45 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 45 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ინფორმაციას უკრაინული მედია კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე ოლექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.

„45 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხოლო 700-ზე მეტ სახლს გათბობა გაეთიშა“,- აღნიშნა ვილკულმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა