გაეროში ირანის ელჩი - დონალდ ტრამპმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა

გაეროში ირანის ელჩი ამირ საეიდ ირავანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ამირ საეიდ ირავანიმ გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს აბუკარ დაჰირ ოსმანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მათ მოუწოდებს, დაგმონ შეერთებული შტატები და ისრაელი „ძალადობის წაქეზებისა და ირანის შიდა საქმეებში ჩარევის გამო“.

„ეს უგუნური განცხადება აშკარად ხელს უწყობს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, აქეზებს და იწვევს ძალადობას და საფრთხეს უქმნის ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ირავანის წერილში.

ირანის ელჩი გაეროს წევრ სახელმწიფოებსა და უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დაგმონ „შეერთებული შტატების მხრიდან ძალადობისკენ წაქეზების, ძალის გამოყენების მუქარისა და ირანის შიდა საქმეებში ჩარევის ყველა ფორმა“ და ასევე მოუწოდონ აშშ-სა და ისრაელს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დესტაბილიზაციის გამომწვევი პოლიტიკა და პრაქტიკა“.

ირავინის თქმით, აშშ-სა და ისრაელს „ეკისრებათ პირდაპირი და უდავო იურიდიული პასუხისმგებლობა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სიცოცხლის დაკარგვაზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო