ტაილანდში მატარებელს ამწე დაეცა, 19 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა

ტაილანდში მატარებელს ამწე დაეცა, რის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნახონ რაჩასიმას პროვინციაში მოხდა, როდესაც სამშენებლო ამწე მატარებლის სამ ვაგონს დაეცა, რის შემდეგაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

ტაილანდის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა.

„19 ცხედარი ნაპოვნია, თუმცა მატარებლის ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე, რომელთა ამოყვანაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ.

ტრანსპორტის მინისტრის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში