ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა

ახლა მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს დაარტყა.

„მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს: გათბობასა და ელექტროენერგიას. 113 დრონი და 3 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „საჭიროა, რომ ევროპული მარაგებიდან შეიარაღების მიწოდება და აშშ-თან შეთანხმებების სწრაფად განხორციელება მოხდეს“.

„მნიშვნელოვანია უკრაინელი ჯარისკაცების გაძლიერება. თუ რუსეთის ამ თავდასხმებს წინააღმდეგობას 100%-იანი ეფექტურობით გავუწევთ, მაშინ პუტინის ტერორი აზრს დაკარგავს. ამ ეტაპზე ეს მათი უპირატესობაა და ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა წავართვათ“, - აცხადებს ზელენსკი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში