გია ვოლსკი - ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება - ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულების, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია

ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება - ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: „რა გზავნილია, როცა ევროკავშირის საელჩო დროშის დღეს გვილოცავს და მისალოც ვიდეორგოლში აქციის კადრებია გამოყენებული“.

მისივე შეფასებით, „ასეთი მილოცვა არის უტიფრობა“.

„ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება - ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია. ბრიუსელი - ეს არის ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად არათუ საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს, არამედ ყოველგვარი რესურსი აქვს დაკარგული, მოახდინოს თავად ევროკავშირში კოორდინაცია ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მშვიდობისაკენ სვლას შეუწყოს ხელი და ის ფუნქცია განახორციელოს, რისთვისაც კონკრეტულ თანამდებობებზე ნიშნავენ და ირჩევენ პირებს, რომლებიც მასობრივად და ინტენსიურად, განსაკუთრებით ბალტიისპირელები კონკრეტული მიზნით დაგვიპირისპირდნენ. მიზანი ყოველდღიურობაში აისახება. ასეთი მილოცვა არის უტიფრობა, რადგან გამოხატავს კონკრეტულ მიზანს: წაახალისოს საქართველოში ექსტრემიზმი და განახორციელოს თავისი მიზნის რეალიზაცია, რომელიც საქართველოს არანაირ სიკეთეს არ უქადის, არამედ შეუქცევადი ნგრევის პროცესს, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ საომარ ურთიერთობაში, რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ, სხვა ქვეყნებმა ის როლი უნდა შეასრულონ, რომელიც მათ გამოუწერეს. რა როლიც გამოუწერეს ამას უკრაინაში ვხედავთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია