სერგეი ლავროვი - აშშ-ის ქმედებები საერთაშორისო სისტემის გაყოფისკენ არის მიმართული

აშშ-ის ქმედებები საერთაშორისო სისტემის გაყოფისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის განცხადებით, „ყველასთვის ნათელია, რომ ეს [ვენესუელაში აშშ-ის ოპერაცია] საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

„ეს და სხვა ქმედებები, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე ვაკვირდებით, მიუთითებს ჩვენი ამერიკელი კოლეგების არა მხოლოდ მცდელობებზე, არამედ ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია იმ სისტემის გაყოფისკენ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მათი პირდაპირი მონაწილეობით შენდებოდა“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, „როდესაც ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, მოქმედებს მსგავსი არაკეთილსინდისიერი მეთოდებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის კონკურენტული პოზიცია უარესდება“.

„როდესაც აშშ იწყებს ყველა იმ ნორმის უგულებელყოფას, რომელსაც თავად ავრცელებდნენ და გლობალიზაციას უწოდებდნენ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები არასაიმედოდ გამოიყურებიან“, - აღნიშნა ლავროვმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში