ფერეიდნელი ქართველი - ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ იაზდანშაჰრში არის 250 ადამიანი დაღუპული, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველია - მხოლოდ ირანიდან შეუძლიათ დარეკვა, საქართველოდან ვერ ვუკავშირდებით ჩვენს ოჯახებს

ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ ქალაქ იაზდანშაჰრში არის 250 ადამიანი დაღუპული, მოსახლეობის დიდი ნაწილი

არის ქართველი, ასევე, ისპაჰანში და თეირანში რაც ახლა ვიცით, 20-ზე მეტია დაღუპული ფერეიდნელების რაოდენობა,- ამის შესახებ ფერეიდნელმა ქართველმა, იურისტმა ანდრო ლაჩინანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ირანში საპროტესტო აქციების დროს, ბოლო ინფორმაციით, 12 ათასი ადამიანია დაღუპული, თუმცა მისივე განცხადებით, ეს მხოლოდ დიდი ქალაქების მონაცემია.

„ბოლო ინფორმაციით, დადასტურებულია 12 ათასი მსხვერპლი, თუმცა მეტი იქნება, ეს აქცია დაახლოებით 200 ქალაქში მიმდინარეობს. პატარა ქალაქების ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არაა. 20 ათასი არის დაკავებული. ესეც მხოლოდ დიდი ქალაქების მონაცემებია. თითქმის ყველა ზღვარს გადასცდა ხელისუფლება, თუ შემიძლია ასე ვუწოდო სისტემას, რეჟიმს, რომელიც ამ სისასტიკით იყენებს თავისი ერის წინააღმდეგ ძალას“,- განაცხადა ანდრო ლაჩინანმა.

გარდა ამისა, ანდრო ლაჩინანის თქმით, ირანში მყოფებს მხოლოდ თავად შეუძლიათ დარეკვა და საქართველოდან მათ ვერ უკავშირდებიან.

„ფერეიდანში ვაშლოვანზე და ჩუღურეთზე ინფორმაცია არ მაქვს. ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ ქალაქ იაზდანშაჰრში არის 250 ადამიანი დაღუპული, მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ქართველი, ასევე ისპაჰანში და თეირანში რაც ახლა ვიცით, 20-ზე მეტია დაღუპული ფერეიდნელების რაოდენობა.

მხოლოდ ირანიდან შეუძლიათ დარეკვა, აქედან ვერ ვუკავშირდებით ჩვენს ოჯახებს, იქიდანაც რომ გვიკავშირდებიან, მაქსიმუმ ნახევარი წუთი ან ერთი წუთი შეუძლიათ საუბარი. გუშინ ვესაუბრე ჩემს დას და მხოლოდ ამის თქმა შეუძლიათ: „კარგად ვართ, ცოცხლები ვართ“,- განაცხადა ანდრო ლაჩინანმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში