დონალდ ტრამპი - გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა შეწყდა

გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა შეწყდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

,,გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება, შეწყდა და სიკვდილით დასჯისთვის ან სიკვდილით დასჯებისთვის გეგმები არ არის. კარგმა წყარომ მითხრა ეს, ამას დავადგენთ. დარწმუნებული ვარ, ეს თუ მოხდება ძალიან იმედგაცრუებულები ვიქნებით, მათ შორის თქვენც ძალიან იმედგაცრუებულები იქნებით.

მაგრამ ამ წამს მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მკვლელობები შეწყდა, რომ სიკვდილით დასჯები შეწყდა და სიკვდილით დასჯა არ ექნებათ, რაზეც ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე უნდა ყოფილიყო,” - განაცხადა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში