დონალდ ტრამპი რეზა ფეჰლევზე - სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი ოპოზიციური ფიგურა, ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი „ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს“, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ირანში მხარდაჭერის მოპოვებას საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსასვლელად.

„ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოიქცევა საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ჯერ ამ ეტაპამდე არ მივსულვართ. არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას და, რა თქმა უნდა, თუ მიიღებს, ჩემთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, თეირანში საპროტესტო აქციების გამო მთავრობის დაცემა შესაძლებელია, მაგრამ სინამდვილეში „ნებისმიერი რეჟიმი შეიძლება დაეცეს“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანში საინტერესო პერიოდი იქნება მიუხედავად იმისა, დაეცემა თუ არა არსებული ხელისუფლება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება