საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

კიევში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს, უკრაინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ ანდრეი პიშნისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

გასული წლის ნოემბერში უკრაინამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 8.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის პროგრამის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელსაც ფონდის საბჭო მომდევნო კვირებში განიხილავს.

ცნობისთვის, ეს 2023 წლის შემდეგ კიევში კრისტალინა გეორგიევას პირველი ვიზიტია.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში