პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ბათუმში, ცივი იარაღის გამოყენებით მოქალაქეს სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2003 წელს დაბადებულ ა.დ. - ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ი. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში