ემანუელ მაკრონმა გრენლანდიასთან და ირანთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გრენლანდიასთან და ირანთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გრენლანდიის გარშემო არსებული ვითარებისა და ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დაგეგმილ შეხვედრას ელისეის სასახლეში მინისტრები და სამხედრო ხელმძღვანელები დაესწრებიან.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიამ, ნორვეგიამ და შვედეთმა გრენლანდიაში ჯარების გაგზავნა უკვე დაიწყეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება