Reuters - მინეაპოლისში აშშ-ის საიმიგრაციო აგენტმა ვენესუელელი მამაკაცი დაჭრა, რის შემდეგაც საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

მინეაპოლისში აშშ-ის საიმიგრაციო აგენტმა ვენესუელელი მამაკაცი დაჭრა, რის შემდეგაც საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, სროლა მაშინ მოხდა, როდესაც საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერი ვენესუელელი მიგრანტის დაკავებას ცდილობდა და ოფიცერს ორი პირი თავს დაესხა.

დეპარტამენტის ცნობით, ვენესუელელი მამაკაცი აშშ-ში უკანონოდ იმყოფება და იგი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც სამართალდამცავებმა შემოწმების მიზნით შუქნიშანზე გააჩერეს.

„დაკავების თავიდან არიდების მცდელობის დროს, მამაკაცმა შემთხვევის ადგილი საკუთარი ავტომობილით დატოვა და გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ გაქცევა ფეხით სცადა“, - ნათქვამია შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერი და დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შემდეგ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები ესროლეს, ხოლო სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ განაცხადა, რომ „ICE ქალაქში ქაოსს ქმნის“.

ცნობისთვის, ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მინეაპოლისში საიმიგრაციო სამსახურის აგენტების მიერ სროლის მეორე შემთხვევაა. გასულ კვირას საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა საკუთარ ავტომობილში აშშ-ის მოქალაქეს, 37 წლის რენე ნიკოლ გუდს ესროლა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს