დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ეთანხმება დონალდ ტრამპის პოზიციას, რომ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს

კრემლი ეთანხმება დონალდ ტრამპის პოზიციას, რომ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Reuters-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმერ პუტინი, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს.

„ამას შეგვიძლია დავეთანხმოთ. ეს ნამდვილად ასეა. რუსული მხარის პოზიცია კარგად არის ცნობილი, როგორც ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის, ისე პრეზიდენტი ტრამპისთვის. ასევე, ეს კარგად არის ცნობილი კიევში და კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის. რუსული მხარის პოზიცია თანმიმდევრულია“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „კიევის რეჟიმისთვის სიტუაცია ყოველდღე უარესდება და ზელენსკიმ მშვიდობის მიღწევის მიზნით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“.

„უკვე დიდი ხანია დადგა დრო, რომ ზელენსკიმ პასუხისმგებლობა აიღოს და შებამისი გადაწყვეტილება მიიღოს. ჯერჯერობით კიევი ამას არ აკეთებს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს