საქსტატი - 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია, თუმცა 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 4.5 ლარითაა შემცირებული

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის დეკემბრის თვის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია, თუმცა 2025 წლის ნოემბრის თვის მონაცემებთან შედარებით 4.5 ლარითაა შემცირებული.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენდა, ნოემბერში 255.4 ლარი იყო, 2024 წლის დეკემბერში კი 230.5 ლარს შეადგენდა.

ამასთან, მათივე ცნობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით 283.3 ლარით განისაზღვრა. ამავე წლის ნოემბერში ის ნოემბერში 288.4 ლარი იყო, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260.3 ლარი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში