სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO) რეგისტრაცია დაიწყო

სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO), რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 2026 წლის 29 იანვრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს 9-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში. OLYINFO თითოეულ მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, გამოსცადოს საკუთარი უნარები ინფორმატიკაში, პროგრამირებასა და ალგორითმულ აზროვნებაში, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები ჩაერთვებიან ეროვნული ნაკრებების შერჩევისა და გადამზადების პროცესში. რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 იანვრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე. OLYINFO - ს ოლიმპიადასთან დაკვაშირებით პირველი საინფორმაციო შეხვედრა თბილისში - 16 იანვარს 17:00 საათზე BTU -ში გაიმართება, ხოლო რეგიონებში მომდევნო კვირებში იგეგმება.

OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად 3000-ს აჭარბებს. მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა.

საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე. ქვეყანამ 2000 წლიდან მოიპოვა: • IOI — 7 ოქრო, 13 ვერცხლი, 43 ბრინჯაო და 2 საპატიო დიპლომი • EGOI — 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო • EJOI — 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 20 ბრინჯაო და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობა • IOAI — 1 ბრინჯაო (საქართველო ოლიმპიადას 2025 წლიდან შეუერთდა)

ოლიმპიადების წარმატებული მონაწილეები დღეს სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში — MIT, Carnegie Mellon, Vanderbilt, Rice University, NYU Abu Dhabi, Singapore National University, Nanyang Technological University და სხვაში, ხოლო კარიერას აგრძელებენ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორებიც არის Google, Meta, Microsoft, Dropbox, Palantir, Amazon, Databricks, Waymo და სხვა.

ოლიმპიადა ტარდება საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, თიბისის გენერალური მხარდაჭერით. ჰაბის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, Lineate, EPAM და დეველოპერული კომპანია Blox. პარტნიორობა მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი მიზნად ისახავს ახალი თაობის ტექნოლოგიური ლიდერების აღმოჩენას, განვითარებასა და გრძელვადიან მხარდაჭერას.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში