პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", - სკანდირებენ ისინი.

პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

უკვე ერთი წელია, პარლამენტთან მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ისინი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში