დაგეგმილი წვრთნების ფარგლებში, ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა

დაგეგმილი წვრთნების ფარგლებში, ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა. დაგეგმილი წვრთნების ფარგლებში, ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

კერძოდ, BBC-ის ცნობით, გრენდლანდიის დედაქალაქ ნუუკში მცირე ფრანგული კონტინგენტი ჩავიდა. დაგეგმილ სადაზვერვო მისიაში მონაწილეობას ასევე აპირებენ გერმანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, თავდაპირველი კონტინგენტი მალე გაძლიერებული იქნება „სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობებით“.

აღინიშნება, რომ გრენლანდიაში, დანიის მიერ ინიცირებულ ოპერაციაში Arctic Endurance, ნატო-ს ევროპული წევრი ქვეყნების მიერ გაგზავნილი კონტინგენტი მხოლოდ რამდენიმე ათეული პერსონალისგან შედგება, და დიდი სიმბოლიზმის მიუხედავად, ამ მომენტისთვის გაურკვეველია რამდენ ხანს გაჩერდებიან ისინი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში