თეთრი სახლის პრესსპიკერი - ირანში 800 ადამიანი დაინდეს სიკვდილით დასჯისგან, ტრამპი ყურადღებით აკვირდება ვითარებას, მაგრამ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება

ირანში 800 ადამიანი დაინდეს სიკვდილით დასჯისგან, ტრამპი ყურადღებით აკვირდება ვითარებას, მაგრამ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

,,ვიცი, რომ ბევრი სპეკულაცია იყო მედიაში იმის თაობაზე, თუ რას იზამს პრეზიდენტი ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში ან ნებისმიერ კონკრეტულ ღამეს. იმას ვიტყვი, რომ ვკითხულობდი მათ და ბევრი ეს ისტორია ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, რომლებსაც თავი მოაქვთ ან ცდილობენ გამოიცნონ რას ფიქრობს პრეზიდენტი. სიმართლე ის არის, რომ მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის რას იზამს და მრჩევლების ძალიან-ძალიან პატარა გუნდმა იცის მისი აზრები ამაზე. როგორც ახლა გითხარით, ის აგრძელებს ირანში მიწაზე არსებულ ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. როგორც გუშინ ვნახეთ, მან გაიგო, რომ მკვლელობები და სიკვდილით დასჯები შეწყდება. და დავინახეთ, რომ ამის შედეგად 800 ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. პრეზიდენტი აგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას, მაგრამ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება”, - განაცხადა ლევიტმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება