4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული დავით ღურწკაია - ჩემს კამერაში ბევრი ბაღლინჯოა, ყურადღებას კაციშვილი არ გვაქცევს

ჩემს კამერაში ბევრი ბაღლინჯოა, სისხლის მწოველები, ყურადღებას კაციშვილი არ გვაქცევს, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა დავით ღურწკაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნულის საპასუხოდ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განაცხადა, რომ ამის „ადრესატი სასამართლო არ არის და თუკი, რამე კანონსაწინააღმდეგო ხდებოდა, პენიტენციური დაწესებულებისთვის მიემართა“.

„დროის კარგვაა... სასამართლოში ეს რომ ვარჩიოთ, ისიც არ ვიცი სიმართლეა თუ არა",- განაცხადა გელაშვილმა და დასძინა, რომ ადვოკატებს შეუძლიათ პენიტენციურ დაწესებულებასთან აწარმოონ კომუნიკაცია.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში