რელიგიის სააგენტომ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსება გაანაწილა

რელიგიის სააგენტომ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსება გაანაწილა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 6 500 000 ლარიდან, მიმდინარე წელს რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ შემდეგი ოდენობებით: საქართველოს ისლამური თემი - 4 150 000 (ოთხი მილიონ ასორმოცდაათი ათასი) ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი; საქართველოს იუდეური თემი - 550 000 (ხუთასორმოცდაათი ათასი) ლარი“

„სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის, ამავე დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური თემებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კანონით „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 6 500 000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, მიმდინარე წელს რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ შემდეგი ოდენობებით:

ა) საქართველოს ისლამური თემი - 4 150 000 (ოთხი მილიონ ასორმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი;

გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი;

დ) საქართველოს იუდეური თემი - 550 000 (ხუთასორმოცდაათი ათასი) ლარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო