აშშ-ში უკრაინის ელჩი - უკრაინული და ამერიკული დელეგაციები 17 იანვარს ფლორიდაში გამართავენ შეხვედრას

უკრაინული და ამერიკული დელეგაციები 17 იანვარს ფლორიდაში გამართავენ შეხვედრას. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოლგა სტეფანიშინა სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინა აგრძელებს შეერთებულ შტატებთან აქტიურ კონსულტაციებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურასა და გრძელვადიანი ეკონომიკურ განვითარებაზე. ხვალ, მაიამიში, ფლორიდაში, საუბრები იქნება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვისა და „ხალხის მსახური” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიას მონაწილეობით.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, ორ საკვანძო დოკუმენტზე ვმუშაობთ - შეთანხმებებზე უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის ეკონომიკურ განვითარებაზე, 800 მილიარდ აშშ დოლარამდე, რასაც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეიძლება მოეწეროს ხელი.

ვიზიტის მიზანია ამერიკელ პარტნიორებთან ამ შეთანხმებების ბოლომდე შემუშავება, რათა ისინი მაქსიმალურად შეესაბამებოდნენ უკრაინის ეროვნულ ინტერესებს“, - წერს სტეფანიშინა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში