დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა დაასახელა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.

„საბჭოს ხედვის განხორციელების მიზნით, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელი საბჭო შეიქმნა, რომელიც შედგება დიპლომატიის, განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური სტრატეგიის სფეროებში გამოცდილი ლიდერებისგან“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის ბრძანებით საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი პირები არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ბიზნესმენი და მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.

ასევე, თეთრი სახლის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს ყოფილი წარმომადგენელი, ნიკოლაი მლადენოვი საბჭოს ფარგლებში ღაზაში უმაღლესი წარმომადგენელი იქნება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში