აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

CIA-ს დირექტორი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა, - ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს შეხვდა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რეტკლიფმა როდრიგესს გზავნილი გადასცა, რომ „აშშ სამუშაო ურთიერთობების გაუმჯობესებას მოუთმენლად ელის“.

„შეხვედრის დროს დირექტორმა რეტკლიფმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა და ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ ვენესუელა ნარკოტრეფიკერებისთვის თავშესაფარი აღარ იყოს“, - განუცხადა New York Post-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში