თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - დანიას გრენლანდიის დაცვა არ შეუძლია და შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის მიხედვით, მისი ფლობის უფლება არ აქვს

დანიას გრენლანდიის დაცვა არ შეუძლია და შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის მიხედვით, მისი ფლობის უფლება არ აქვს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივენ მილერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გრენლანდიას აშშ-ის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო კონკურენციის ახალი სფერო არქტიკაში იქნება და ამისთვის ჩვენი მოწინააღმდეგეები სულ უფრო მეტ რესურსებს ხარჯავენ“, - განაცხადა მილერმა.

მისი თქმით, უსამართლობაა, რომ გრენლანდიის თავდაცვისთვის თანხას აშშ იხდის, მაშინ, როდესაც კუნძული დანიის საკუთრებაში რჩება.

„ეს უსამართლო გარიგებაა ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის, რომლებიც უკვე რამდენიმე თაობაა მთელი ევროპის თავდაცვას აფინანსებენ. დანია პატარა ქვეყანაა. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის ტერიტორიის კონტროლი. ტერიტორიის კონტროლის შესახებ 500 წლის განმავლობაში არსებული ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის თანახმად, ტერიტორიის კონტროლისთვის, მისი დაცვა, მისი განვითარება და მასზე დასახლება უნდა შეგეძლოს. დანიამ ვერცერთი პირობა ვერ შეასრულა“, - აღნიშნა მილერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში