მიხეილ სააკაშვილი - მთლიანად ახალგაზრდებისგან რომ გქონდეთ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, ვის რა პოსტზე დაასახელებთ?  - ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში თანამდებობისკენ არ მივისწრაფვი

მაინტერესებს მთლიანად ახალგაზრდებისგან რომ გქონდეთ ხვალ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, ვის რა პოსტზე დაასახელებთ - შემადგენლობას აუცილებლად უნდა დაემატოს ანტი-ოლიგარქიული კომიტეტი,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოში თვითონ თანამდებობისკენ არ ისწრაფვის, რადგანაც „თანამდებობა უკვე უკავია უკრაინაში“.

„მაინტერესებს მთლიანად ახალგაზრდებისგან რომ გქონდეთ ხვალ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა, ვის რა პოსტზე დაასახელებთ.

შემადგენლობას აუცილებლად უნდა დაემატოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო და ასევე ანტი-ოლიგარქიული კომიტეტი, რომლის მიზანი იქნება ოლიგარქების კვალის მოშთობა პოლიტიკიდან და მომავალში მათ პოლიტიკაში შემოძრომის არ დაშვება.

აქვე ყველას გასაგონად მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში არცერთი თანამდებობისკენ პირადად საერთოდ არ მივისწრაფვი. მე მაქვს თანამდებობა უკრაინაში, ევროპის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ქვეყანაში და ასევე კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა იქ და უკრაინაში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი გზავნილში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია