გლდანის რაიონში გაზის ქსელის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება 4100 აბონენტს შეუწყდა

გლდანის რაიონში, გლდანის VII მიკრორაიონში, I და III კორპუსებს შორის, დაბალი წნევის საჰაერო გაზსადენის დაზიანების გამო (ავტომანქანის შეჯახების შედეგად), დღეს 17:00 საათიდან ავარიულად გაითიშა გაზგამანაწილებელი პუნქტები №411 და №436,- ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათი ცობით, შედეგად, გაზმომარაგება დროებით შეუწყდა შემდეგ ტერიტორიებს: გლდანის VII მიკრორაიონი, ვეკუას ქუჩა, ზურა მირაქიშვილის ქუჩა, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა, სოფ. გიორგი წმინდა – დავით აღმაშენებლის ქუჩა, სოფელი გლდანი – შემოგარენის ქუჩა, ფარსმან II ქველის ქუჩა, დავით ჯაბიძის ქუჩა, გლდანის VII მიკრორაიონის საცხოვრებელი კორპუსები №1-დან №120 ბ/ბ-05-მდე, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე სხვა კომერციული ობიექტები.

„გაზმომარაგება სულ დაახლოებით 4100 აბონენტს შეუწყდა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 18 იანვარს, 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე. გთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტოთ გაზის ონკანები. თუ იგრძნობთ გაზის სუნს, დაუყოვნებლივ დარეკეთ: ცხელი ხაზი – 240 40 04; სწრაფი რეაგირების სამსახური – 114“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში