გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი 10%-იან ტარიფებს უწესებს დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს

გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი 10%-იან ტარიფებს უწესებს დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

,,ტარიფების ან ანაზღაურების რაიმე სხვა ფორმის არდაწესებით დანიასა და ევროკავშირის ყველა ქვეყანას მრავალი წლის განმავლობაში ვუწევდით სუბსიდირებას. ახლა, საუკენეების შემდეგ, დროა დანიამ დაგვიბრუნოს - - მსოფლიო მშვიდობაა სასწორზე! ჩინეთსა და რუსეთს სურთ გრენლანდია, და დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამასთან დაკავშირებით. ახლა ძაღლების ორი ციგა აქვს დაცვისთვის, ერთი ცოტა ხნის დამატებული. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეთაურობით, შეუძლია ამ თამაშის თამაში, და ძალიან წარმატებულად! არავინ შეეხება წმინდა მიწის ამ ნაკვეთს, განსაკუთრებით როდესაც შეერთებული შტატების, და მთლიანად მსოფლიოს, ეროვნული უსაფრთხოებაა სასწორზე. სხვა ყველაფერთან ერთად, დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი ჩავიდნენ გრენლანდიაში, გაურკვეველი მიზნებით. ეს ძალიან სახიფათო ვითარებაა ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებისთვის, უშიშროებისთვისა და გადარჩენისთვის. ამ ქვეყნებმა, რომლებიც ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობენ, თამაშში ისეთი რისკი დააყენეს, რომელიც არც გამართლებულია და არც მდგრადი,” - წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის 1 თემებრვლიდან აღნიშნულ ქვეყნებს 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, რაც 2026 წლის 1 ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება, და ტარიფები იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში