სალომე ზურაბიშვილი - პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტთან, დელფინ ერნოტთან შეხვედრაზე განვიხილეთ  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის  უმძიმესი მდგომარეობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტს, დელფინ ერნოტს შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”.

,,პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტთან, დელფინ ერნოტთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა - საზმაუს ხელმძღვანელობის ბოლო გადაწყვეტილებები: გადაცემების დახურვა, თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნა და გათავისუფლება, ანტიევროპული ნარატივი, რაც EBU-ს სტატუსით დადგენილ დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

შეხვედრისას დელფინ ერნოტს გადავეცი საზმაუს თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ყველა დარღვევა”,- წერს ზურაბიშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში