ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულ 16 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფების 16 წევრს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა შორის არასრუწლოვნები არიან, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია.

შსს-ს ცნობით,ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს