თბილისის მერია - დედაქალაქის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიანი რეჟიმით, უწყვეტად მუშაობენ.

„გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. სამუშაო პროცესში ჩართულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-ამდე თანამშრომელი.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, თოვლიან ამინდში მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს